ჩვენ შესახებ

ავიასერვისი არის ქართული  ავიაკომპანია, რომელიც დაფრინავს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ და ღირშესანიშნავ ტურისტულ ადგილას – საქართველოში.

ავიასერვისის აუცილებელი პირობაა – მგზავრებს შესთავაზოს ყოველმხრივ საუკეთესო მომსახურება.

ავიასერვისი გთავაზობთ ყველაზე სწრაფ, იაფ და ხარისხიან მომსახურებას.

ავიასერვისს აქვს მრავალმხრივი გამოცდილება დასძლიოს სხვადასხვა სირთულის ამოცანა : სამაშველო და სასწრაფო დახმარების მისია, ხანძარი, მონაწილეობს საერთაშორისო და სახელმწიფო მისიებში.

ავიასერვისი გთავაზობთ საფრენოსნო და ტექნიკურ მომსახურებას სხვადასხვა ტიპის შვეულმფრენებზე. ასევე, შვეულმფრენების მფლობელებს – მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, კომპანია სთავაზობს ოპერატორის მომსახურებას. ავიასერვისის საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალი მუდმივად გადის საკვალიფიკაციო და გადამზადების ტრენინგებს, აუმჯობესებს ცოდნას და მომსახურების ხარისხს.

2004 წლიდან შპს ავიასერვისი  სპეციალიზირდება საჰაერო გადაზიდვების სფეროში.  კომპანია გთავაზობთ სხვადასხვა სპექტრის შვეულმფრენებს. ავიასერვისი მომსახურებას უწევს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს და  უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებით.

მთავარი პრიორიტეტი

  • უსაფრთხოება – კომპანია პასუხიმგებელია თითოეული მგზავრის და ეკიპაჟის წევრის უსაფრთხოებაზე.

  • თავაზიანობა – კომპანია პატივს სცემს და აფასებს თითოეულ მგზავრს და ეკიპაჟის წევრს.

  • გუნდურობა – ერთმანეთის მხარდაჭერით და გუნდური მუშაობის პრინციპით ვაკმაყოფილებთ მგზავრების ნებისმიერ სურვილს.

იმოგზაურეთ ავიასერვისთან ერთად!

AVIASERVICE

ART to AIR