საავიაციო სერვისები

ჩარტერული და ბიზნეს სერვისები

ავიაკომპანიის ავიაპარკი, საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალი იძლევა  შესაძლებლობას უსაფრთხოდ და კომფორტულად განახორციელოს ჩარტერული რეისები  როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. 

სამშენებლო სამუშაოები

შვეულმფრენის საკიდარით მუშაობა პოპულარული და ეფექტურია მსოფლიო სამშენებლო ინდუსტრიაში. შვეულმფრენებს  შესაძლებლობა აქვთ გადაიტანონ საგნები/ტვირთები, რომელთა გადაადგილება სხვა საშუალებებით რამდენადმე გართულებული ან შეუძლებელია.

შვეულმფრენებს შეუძლიათ გადაადგილონ  ნივთების ფართო სპექტრი, როგორიცაა: სამშენებლო მასალები (ხის, ბეტონის, ფოლადის, აგურის), HVAC მოწყობილობა, სეპტიკური ავზები,  ბოძები და  სხვა მრავალი საამშენებლო მასალები. შვეულმფრენის მიერ სამუშაოს შესრულება ზოგავს დროს და თანხას, ხოლო „ავიასერვისის“ მფრინავების და საჰაერო ხომალდების შესაძლებლობები, საშუალებას იძლევა განხორციელდეს საკიდარით სამუშაოები სწრაფად და უსაფრთხოდ.

ჰელისკი და საპარაშუტო ხტომები

შ.პ.ს ავიასერვისი წლების განმავლობაში ახორციელებს ჰელისკის (სამთო ექსტრემალური სათხილამურო სპორტი ) ოპერაციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. განსაკუთრებით პოპულარულ ლოკაციებს წარმოადგენს სტეფანწმინდის, სვანეთის და ბახმაროს მთიანი რეგიონები. ავიასერვისი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირებას, სასტუმროს, სათხილამურო გიდებით და სხვა  სერვისებით უზრუნველყოფას. 

კომპანია საშუალებას აძლევს საპარაშუტო სპორტის მოყვარულებს განახორციელონ პარაშუტებით ხტომები საქართველოს მასშტაბით, მათთვის სასურველ რეგიონში.

აერო-ფოტო გადაღებები

„ავიასერვისის“ საჰაერო ხომალდებზე შესაძლებელია დამონტაჟდეს   შესაბამისი სპეციფიკური აპარატურა და განხორციელდეს აერო-ფოტო გადაღებები გეოდეზიური  სამუშაოებისთვის. აგრეთვე მოყვარულ, პროფესიონალ ფოტოგრაფებს და კინომატოგრაფისტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჰაერიდან აწარმოონ ლანდშაფტების,ისტორიული ძეგლებისა და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილების აერო-ფოტო და კინო გადაღებები. 

საძებნ-სამაშველო

„ავიასერვისი“ წლების მანძილზე ახორციელებდა საძებნ-სამაშველო სამუშაოებს საქართველოს რთული რელიეფის და ცუდი ამინდის პირობებში. საფრენოსნო ეკიპაჟების მაღალმა პროფესიონალიზმმა  არაერთი ტურისტის თუ სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული ადამიანების სიცოცხლე იხსნა. ავიაკომპანია აგრძელებს ამ საპასუხისმგებლო და ქვეყნისათვის საჭირო საქმიანობის შესრულებას. 

სველი ლიზინგი

კომპანია ავიასერვისი დაინტერესებულ  მხარეებს თავაზობს საკონტრაქტო მომსახურეობას საფრენოსნო ეკიპაჟებით და ტექნიკური პერსონალით როგორც საქართველოს, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც. კომპანიას გააჩნია აღნიშნული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება და ორიენტირებულია ახალი პარტნიორების მოძიებაზე.

ტექნიკური და ლოგისტიკური მომსახურეობა

„ავიასერვისის“ ტექნიკური ბაზა და პერსონალის მომზადების დონე,  საშუალებას იძლევა ავიაკომპანიამ მომსახურეობა გაუწიოს როგორც Eurocopter-ის მიერ წარმოებულ საჰაერო ხომალდებს, ასევე MI-8 ის ტიპის შვეულმფრენებს. კომპანიას აგრეთვე გააჩნია ფართო ლოგისტიკური კონტაქტები, რაც შესაძლებლობას ხდის ნებისმიერი სახის საავიაციო პროდუქცია, მიწოდებულ იქნას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს ვადაში.  

გადაფრენების უზრუნველყოფა

ავიაკომპანია წარმატებით და უსაფრთხოდ ახორციელებს როგორც კუთვნილი ფლოტის, აგრეთვე სხვა კომპანიების შვეულმფრენების გადაფრენების დაგეგმვასა და ორგანიზებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. „ავიასერვისმა“ პარტნიორ ჰენდლინგურ კომპანიებთან ერთად შეასრულა მრავალი გადაფრენების ოპერაციები მსოფლიოს ისეთ რთულად ოპერირებად  რეგიონებში,  როგორიცაა: აფრიკა, შუა აღმოსავლეთი , ცენტრალური და აღმოსავლეთ აზია.   

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის სერვისების შესახებ გთხოვთ მიმართოთ კომპანიის საკონტაქტოს.