EC-145

BK-117- წარმოებულია “Airbus Helicopters Deutschland” ის მიერ და  წარმოადგენს ორ ძრავიან, ბიზნეს კლასის მაღალი პერფორმანსის მქონე საფრენ აპარატს, რომელიც ავიასერვისის საავიაციო პარკში ოპერირებს 2005 წლიდან.  ბიზნეს კლასის კონფიგურაციაში მას შეუძლია გადაიყვანოს 5 მგზავრი. ფართოდ გამოიყენება საავიაციო ინდუსტრიაში და ითვლება ერთ-ერთ კომფორტულ და უსაფრთხო შვეულმფრენად.

H-125

AS-350 B3- ერთ ძრავიანი საფრენი აპარატი, რომელიც წარმოებულია „Airbus Helicopters“ ის მიერ და განეკუთვნება მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ შვეულმფრენთა რიცხვს. იგი ოპერირდება მრავალი წამყვანი ქვეყნის მიერ როგორც სამხედრო შეიარაღებაში, აგრეთვე საძებნ-სამაშველო, ჰელისკის და სხვა საავიაციო სამუშაოებში.

შვეულმფრენს გააჩნია მძლავრი ტექნიკური მახასიათებლები და აეროდინამიკული მდგრადობა, რაც ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით. შვეულმფრენს შეუძლია გადაიყვანოს 5 მგზავრი. 

„ავიასერვისის“ საავიაციო პარკში AS-350-ის ტიპის შვეულმფრენები რეგისტრირდება  2005 წლიდან და  ავიაკომპანიას გააჩნია დიდი გამოცდილება აღნიშნული ტიპის ვერტმფრენების ოპერირებაში. 

MI-8/MI-17/MI-171

MI-8/17/171 საფრენი აპარატები „ავიასერვისმა“დაარეგისტრირა 2005 წელს. ამჟამად, ავიასერვისის ფლოტში ლიზინგით არსებული საფრენი აპარატები ოპერირებენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ნატოს მისიებში.

„ავიასერვისმა“, მისმა საფრენოსნო და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო უდიდესი ცოდნა, გამოცდილება და აღიარება  აღნიშნულ მისიებში ოპერირებისას. კომპანია დღემდე წარმატებით ასრულებს  საერთაშორისო პარტნიორებთან  ნაკისრებულ ვალდებულებებს.