ადგილმდებარეობა

მთავარი ბაზა "ლილო"

„ დიდი ლილო“- 2021 წელს „ავიასერვისმა“ დაასრულა და ექსპლუატაში გაუშვა ახალი ვერტოდრომი სოფ. დიდი ლილოს მიმდებარედ, თბილისის ცენტრიდან აღმოსავლეთით 22 ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩრდილოეთით, 6 კილომეტრის დაშორებით.  ბაზა წარმოადგენს საოფისე, შვეულმფრენების ანგარის და დასაფრენი მოედნების კომპლექსს, რომელიც მთლიანად  შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მას შეუძლია მიიღოს როგორც მსუბუქი და საშუალო, აგრეთვე დიდი ტვირთამწეობის შვეულმფრენები. 

„სტეფანწმინდა/ყაზბეგი“

„სტეფანწმინდა/ყაზბეგი“- ავიასერვისი ოპერირებას უწევს დაბა სტეფაწმინდიდან სამხრეთით  5 კმ დაშორებით, სოფ. აჩხოტთან მდებარე მცირე ვერტოდრომს, საიდანაც წარმოებს ტურისტებისთვის სარეკრეაციო შემოფრენები, ხოლო ზამთრის სეზონზე ჰელისკის სამუშაოები.

მიმართულებები

შვეულმფრენების საფრენოსნო და ტექნიკური მონაცემები, საფრენოსნო ეკიპაჟების  გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია,  შესაძლებლობას იძლევა ავიაკომპანიამ აწარმოოს ფრენები საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ, ნებისმიერი მიმართულებით რთულად მისადგომ ადგილებში.