შპს ავიასერვისის- ოფიციალური ვებ გვერდის (www.aviaservice.biz) კონფიდენციალობის პოლიტიკა

კონფიდენციალობის პოლიტიკა

შპს ავიასერვისის- ოფიციალური ვებ გვერდის (www.aviaservice.biz) კონფიდენციალობის პოლიტიკა

ვებსაიტი www.aviaservice.biz-ს ადმინისტრაცია ვალდებულია შეინარჩუნოს თქვენი კონფიდენციალურობა ინტერნეტ სივრცეში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული მონაცემების დაცვას. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციას (GDPR). მიზნები, რისთვისაც ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს არის: ჩვენი სერვისის გაუმჯობესება, ამ ვებსაიტის ვიზიტორებთან კომუნიკაცია, მომხმარებლის მონაცემების დამუშავება ანალიტიკის მიზნით, მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა, ვებსაიტის სპეციფიკასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება და ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა ქმედებების განხორციელება, რომლებიც გაწეული ან გასაწევი მომსახურების უზრუნველყოფას ემსახურება.

ვინ ვართ ჩვენ:

შპს „ავიასერვისი“ წარმოადგენს საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.

საიდენტიფიკაციო კოდი: 205040098

ტელ: (+995 32) 599 907 790

იურიდიული მისამართი: ქ.თბილისი, ვაკე- საბურთალოს რაიონი, ჭავჭავაძის გამზირი N 39ა.

ელ.ფოსტა: Info@aviaservice.biz

მონაცემთა სუბიექტი:

ვებსაიტის ნებისმიერი მომხმარებელი/ვიზიტორი.

პერსონალური მონაცემების შენახვა და დამუშავება

ავიასერვისი ამუშავებს და ინახავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოში მოქმედი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების საფუძველს წარმადგენს თქვენივე მოთხოვნის შესაბამისად გარიგების დადება და დადებული გარიგების ფარგლებში ორმხრივად ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ასევე თქვენთვის მომსახურების გაწევა. ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური  მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხდება თქვენი თავისუფალი თანხმობის საფუძველზე, რაც მოიცავს შემდეგ მონაცემებს: 

  • სახელი და გვარი;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;
  •  ტელეფონის ნომერი;
  • ქუქი ფაილები;
  • დაბადების თარიღი
  • სქესი
  • ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებებით მიმოწერა;
  • IP მისამართი;
  • სხვა დამატებითი (ნებაყოფლობითი ან სავალდებულო) შესავსები ინფორმაცია თქვენ შესახებ. 

თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ თავი შეიკავოთ პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოწოდებისგან თუ არ შეიყვანთ ამ მონაცემებს ჩვენს ვებსაიტზე არსებულ ფორმებსა თუ ველებში და არ გამოიყენებთ არსებულ პერსონალიზებულ მომსახურებებს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ჩვენთან საკომუნიკაციო სხვა ფორმა, რაც შეიძლება იყოს პირდაპირი ვიზიტი, სატელეფონო კავშირი ან საინფორმაციო მეილი. თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირისა კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი უფლებების ზედმიწევნით უზრუნველსაყოფად.

მონაცემთა შენახვა, შეცვლა და წაშლა

მომხმარებელს, რომელმაც ავიასერვისს მიაწოდა თავისი პერსონალური მონაცემები, აქვს მათი გამოხმობის შეცვლისა და წაშლის მოთხოვნის უფლება, ასევე, უფლება გააუქმოს შეთანხმება მონაცემთა დამუშავებაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება ჩვენს ვებსაიტზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, თქვენივე მოთხოვნით რეგისტრაციის გაუქმების/ანგარიშის დეაქტივაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე განხორციელდება თქვენი მონაცემების წაშლა. 

ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა/გაზიარება შეიძლება მოხდეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) სერვისის პროვაიდერებთან: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს – სერვისის პროვაიდერებს, რათა დაგვეხმარონ ვებსაიტის მუშაობაში და გაუმჯობესებაში.

ბ) სამართლებრივი მოთხოვნებისთვის: თუ ამას მოითხოვს კანონი ან ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, მათი კანონიერი მოთხოვნის პასუხად.

გ) თქვენი თანხმობით: ჩვენ შეიძლება გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები სხვა მხარეებს თქვენი წერილობითი თანხმობით.

დ) ავიასერვისის უფლებებისა და ქონების დასაცავად.  

ე) მომხმარებლების ან საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

ვ) სამართლებრივი პასუხისმგებლობებისაგან თავის ასარიდებლად. 

ზ) ზემოაღნიშნულ  შემთხვევებში ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას. 

ვიზიტის ტექნიკური მონაცემების დამუშავება

თქვენი IP მისამართის, ვიზიტის დროის, ბრაუზერის პარამეტრების, ოპერატიული სისტემის და სხვა ტექნიკური ინფორმაციის ჩანაწერებზე წვდომა შესაძლებელია განხორციელდეს თქვენი ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.aviaservisce.biz) შესვლისას.

Cookies-ს (მზა ჩანაწერების) ფაილების დამუშავება

ჩვენ ვიყენებთ Cookie-ს ფაილებს ვებსაიტის შინაარსის სწორად ჩვენებისთვის და www.aviaservisce.biz -ს დათვალიერების მოხერხებულობისთვის. ეს არის პატარა ფაილები, რომლებიც ინახება თქვენ მოწყობილობაზე. ისინი ეხმარებიან ვებსაიტს დაიმახსოვროს თქვენ შესახებ ინფორმაცია, მაგალითად, რომელ ენაზე იყენებთ ვებსაიტს და რომელი გვერდები გაქვთ უკვე გახსნილი. ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება მომდევნო ვიზიტის დროს. ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის Cookies:  

  • სესიის Cookie-ს – ვებსაიტის ფუნქციონირებისათვის
  • პარამეტრების Cookie-ს – თქვენი პარამეტრების და უპირატესობების დასამახსოვრებლად
  • უსაფრთხოების Cookie-ს – უსაფრთხოების მიზნით

ქუქი ფაილების წყალობით, ვებსაიტის დათვალიერება ბევრად უფრო მოსახერხებელი ხდება. თქვენ თავად შეგიძლიათ დააყენოთ ქუქი ფაილების მიღება და დაბლოკვა თქვენ ბრაუზერში. ქუქი ფაილების მიღების შეუძლებლობამ შეიძლება შეაფერხოს ვებსაიტის ფუნქციონირება.

პერსონალური მონაცემების დამუშავება სხვა სერვისების მიერ და მონაცემთა გადაცემა

ეს ვებსაიტი იყენებს მესამე მხარის ონლაინ სერვისებს, რომლებიც ახორციელებენ მონაცემთა შეგროვებას ჩვენგან დამოუკიდებლად. ამ სერვისების მიერ შეგროვებული მონაცემები შეიძლება მიეწოდოს ამ ორგანიზაციების სხვა სერვისებს. ჩვენ არ გადავცემთ პერსონალურ მონაცემებს სხვა ორგანიზაციებს ან სერვისებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. გამონაკლისის სახით, შეგროვებული მონაცემები შეიძლება მიეწოდოს იმ სახელმწიფო ორგანოებს კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ ასეთი ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, თუ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის მიღმა, კომპანია გადადგამს ყველა ნაბიჯს მონაცემების უსაფრთხოდ და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემას კომპანია განახორციელებს კანონმდებლობის დაცვით. 

აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით, მაგალითად: 

• ქვეყანა, რომელთანაც ხდება ინფორმაციის გაზიარება სარგებლობს დაცვის სათანადო გარანტიებით ევროკომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად; 

• ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები შეიძლება გადავცეთ მესამე ქვეყანას ან საერთაშორისო ორგანიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მივიღებთ შესაბამის ზომებს GDPR-ის შესაბამისად. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია შესაბამისი ზომების თაობაზე წინამდებარე პოლიტიკაში არსებული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით; 

ევროკომისიის გადაწყვეტილების არარსებობისას ან შესაბამისი გარანტიების, მათ შორის, სავალდებულო კორპორატიული წესების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში: 

• მონაცემთა სუბიექტი ცალსახად დაეთანხმა შემოთავაზებულ გადაცემას, მას შემდეგ, იგი ინფორმირებული იქნება გადაცემასთან დაკავშირებული რისკებისა თაობაზე რაც ხორციელედება ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და შესაბამისი დაცვის გარანტიების არარსებობის გამო; 

• გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და მონცემთა დამმუშავებელს შორის არსებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით წინასწარი სახელშეკრულებო ღონისძიებების განსახორციელებლად; 

• გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ინტერესებში დადებული ხელშეკრულების დადების ან შესრულებისთვის, რომელიც დადებულია მონაცემთა დამმუშავებელსა და სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შორის; 

• გადაცემა აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე; 

• გადაცემა აუცილებელია სამართლებრივი მოთხოვნების განხორციელების ან დაცვის მიზნით; 

• გადაცემა აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირების სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტი მოკლებულია თანხმობის გამოხატვის შესაძლებლობას.

ბმულები სხვა ვებსაიტებზე

ჩვენი ვებსაიტი www.aviaservisce.biz შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებსაიტებზე, რომლებიც არ არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამ ვებსაიტების შინაარსზე. ჩვენ გირჩევთ გაეცნოთ ყველა ვებსაიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელსაც ეწვიეთ, თუ ასეთი პოლიტიკა არსებობს.

მონაცემთა უსაფრთხოება

ჩვენ ვახორციელებთ უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ ვიღებთ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად, ჩვენ არ შეგვიძლია მისი აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტირება, შესაბამისად აქვე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კომპიუტერი, რომლითაც სარგებლობთ შესაფერისად დაცული უნდა იყოს საშიში პროგრამებისგან და კომპიუტერული ვირუსებისგან. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ეს ნაწილი კი უკვე თქვენი პასუხისმგებლობაა.

თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს:

ა) ლოგირება – აღნიშნული უსაფრთხიოების ტექნიკური ზომის საშუალებით აღვრიცხავთ თქვენ მიერ განხორციელებულ ყველა მოქმედებას და ინტერაქციას ჩვენ სისტემაში.

ბ) როლებზე დაფუძნებული წვდომა – თქვენ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა შეუძლია მხოლოდ ავტორიზებულ პერსონალს, კომპეტენციის შესაბმისად.

გ) მონაცემთა მინიმიზაცია – ჩვენ ვაგრივებთ და ვინახავთ მხოლოდ იმ პერსონალურ ინფორმაციას, რაც აუცილებელია იმასათვის, რომ შემოგთავაზოთ ჩვენი სერვისი.

დ) Firewalls – ჩვენ ვიყენებთ მოწინავე Firewall ტექნოლოგიებს, რათა შევქმნათ ბარიერი ჩვენ შიდა ქსელებსა და შესაძლო გარე საფრთხეებს შორის. Firewall-ები ხელს უშლის არაავტორიზებულ წვდომასა და კიბერშეტევებს.

ე) გვაქვს ინციდენტებზე რეაგირების წესი.

ვ) რეგულარული უსაფრთხოების აუდიტები – ჩვენ ვატარებთ რეგულარულ უსაფრთხოების აუდიტებსა და შეფასებებს, რათა გამოვავლინოთ და ვიმოქმედოთ ჩვენ სისტემებში არსებული სისუსტეების წინააღმდეგ. ეს აუდიტები გვეხმარება, წინასწარ მოვახდინოთ პრევენციები შესაძლო უსაფრთხოების საფრთხეების წინააღმდეგ.

ზ) თანამშრომლებს ვუტარებთ ტრენინგებს კიბერ ჰიგიენაში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:

• მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;

• მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

• განახორციელოთ წვდომა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების განახლება/შევსება.

• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა ან განადგურება.

• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.

• მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა.

• გამოითხოვოთ თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ პერსონალურ მონაცემებს თქვენი თანხმობის საფუძველზე.

ამ უფლებების განსახორციელებლად ან მათთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 599907 790   ან მოგვწეროთ ელფოსტის მისამართზე: info@aviaservice.biz 

გასაჩივრების უფლება:

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თქვენი (მონაცემთა სუბიექტის) უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების ჩვენ მიერ დარღვევის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ აღნიშნულის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.

თქვენ გაქვთ უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოსთხოვოთ მონაცემთა დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, თქვენი განცხადების განხილვის დასრულების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე.

თქვენ გაქვთ უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროთ სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დაცვით.

არასრულწლობვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა

ჩვენ განზრახ არ ვინახავთ ან ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ ჩვენ გავიგებთ, რომ მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, ჩვენ გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წავშალოთ ამ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ჩვენი მონაცემთა ბაზიდან. სარგებლობთ რა ჩვენი ვებგვერდით თქვენ აქვე ადასტურებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის.

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 3 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

• კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;

• თქვენ მიმართ სამართლიანი მოპყრობის დადასტურების მიზნით;

• საქმისწარმოების განხორციელების მიზნებისთვის ჩვენ საქმიანობასთან მიმართებით არსებული რეგულაციის ფარგლებში;

• კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.

ცვლილებების შეტანა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

დროდადრო, შესაძლოა განახლდეს ჩვენი ვებსაიტის www.aviaservice.biz კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ ვახდენთ ინფორმირებას ნებისმიერ ცვლილებაზე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ამ ვებსაიტზე გამოქვეყნებით და კონფიდენციალურობის პოლიტიკის ზედა ნაწილში “ამოქმედების თარიღის” განახლებით. ჩვენ ვაკვირდებით ნებისმიერ ცვლილებას კანონმდებლობაში, რომელიც ეხება პერსონალურ მონაცემებს ევროკავშირსა და საქართველოში.

როგორ დაგვიკავშირდეთ 

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი ვებსაიტის ადმინისტრაციას ნომერზე: (+995 32) 599 907 790 თუ არ ეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თქვენ ვერ ისარგებლებთ  www.aviaservice.biz – ის მომსახურებით. ამ შემთხვევაში თქვენ თავი უნდა აარიდოთ ჩვენს ვებსაიტზე ვიზიტს, თქვენივე ინტერესების დასაცავად, რაც არ არის ჩვენზე დამოკიდებული.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი უფლებების რელიაზებას (მონაცემთა შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.), შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: Dpoopiceri@gmail.com

გარდა ამისა, პერსონალური მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია: გიორგი ხარაიშვილი. 

პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი შეგიძლიათ, დააფიქსიროთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Dpoopiceri@gmail.com

confidentiality policy

შპს ავიასერვისის- ოფიციალური ვებ გვერდის (www.aviaservice.biz) კონფიდენციალობის პოლიტიკა