პარტნიორები

NATO

NATO-ავიაკომპანია „ავიასერვისი“მრავალი წელია ჩართულია „ნატოს“სამშვიდობო მისიებში, გერმანიის სამხედრო კონტინგენტის დაქვემდებარებაში, ავღანეთის და ნიგერის რესპუბლიკებში. „ავიასერვისი „ წარმატებით ახორციელებდა ოპერირებას მალის და სამხრეთ სუდანის რესპუბლიკებში, ფრანგული კონტინგენტის დაქვემდებარებაში.

Airbus Helicopters SAS (formerly Eurocopter Group)

„ავიასერვისი“ მუდმივად აახლებს საავიაციო პარკს და ორიენტირებულია Airbus Helicopters- ის წარმოებული საჰაერო ხომალდების შეძენაზე. მფრინავთა და ტექნიკური პერსონალის გადამზადება ხდება სწორედ აღნიშნული კომპანიის ტრენინგ ცენტრებში. Airbus Helicopters SAS-მა ავიაკომპანიას მიანიჭა შესაბამისი ტექნიკური სერტიფიკატი, რომელიც ავიასერვისს აძლევს შესაძლებლობას ტექნიკური მომსახურება გაუწიოს Eurocopter-ის მიერ წარმოებულ საჰაერო ხომალდებს.

Kremenchuk Flight College of the National Aviation University

„ავიასერვისი“ მჭიდროდ თანამშრომლობს Kremenchuk Flight College of the National Aviation University-თან საფრენოსნო და ტექნიკური ეკიპაჟების მომზადების საკითხში. აღნიშნულ სასწავლებელში მოხდა საფრენოსნო ეკიპაჟების გადამზადება ღამის ხედვის ხელსაწყოების (NVG) გამოყენებით ფრენების წარმოებაში, რის შედეგადაც „ავიასერვისი“ გახდა ერთ-ერთი პირველი სამოქალაქო ავიაკომპანია მსოფლიოში, რომელსაც აქვს აღნიშნული ხელსაწყოებით ოპერირების ნებართვა.

Helisota

Helisota- წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირებად მსხვილ საავიაციო ტექნიკური მომსახურების საწარმოს, რომელ თან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად ავიასერვისი მუდმივად აახლებს MIL შვეულმფრენების ტექნიკურ ბაზას და ნერგავს თანამედროვე სტანდარტებს.

ISO (International Organization for Standardization)

ISO (International Organization for Standardization)- არის დამოუკიდებელი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 165 ეროვნული სტანდარტიზაციის ორგანოს. ავიასერვისი 2017 წლიდან ყოველწლიურად წარმატებით მასპინძლობს ISO-ს აუდიტს, ხოლო შედეგების ნახვა შესაძლებელია აღნიშნული კომპანიის ვებ-გვერდზე.

Aero-Expedition

Aero-Expedition-„ავიასერვისი“აღნიშნულ კომპანიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ოპერირებს ქართულ ბაზარზე. ავიაკომპანიებს შორის დადებული მემორანდუმის შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა მათი ფუნქციონალური შესაძლებლობები.